|
2020-10-08 13:17:54, 635 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ბანკები მზად არის მცირე საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროებს სესხები გადაუვადონ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მიმართვის შემთხვევაში მცირე საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროებს სესხები გადაუვადონ. მინისტრის თქმით, ამ გადაწყეტილებაზე გუშინ საბანკო სფეროს წარომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ. „გუშინ მე და ჩემს კოლეგებს, გვქონდა ონლაინ შეხვედრა წამყვან ბანკებთან, საბანკო დაწესებულებელთან და მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ მორიგჯერ მოხდეს საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის და მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა. რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან თითეულ შემთხვევაში არის სხვადასხვა გარემოება, მთლიანობაში არის მზაობა, როდესაც მათ მიმართავენ მცირე საოჯახო სასტუმროები, საშუალო ზომის სასტუმროები, მზადარიან კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)