|
2015-09-18 15:37:36, 997 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრებაში მონაწილეობა აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა, გენერალურმა შტაბმა და სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციებში დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. ათმა გუნდმა ოლიმპიური სისტემით იასპარეზა, რის შემდეგაც მათგან სამი საუკეთესო გამოვლინდა. პირველი ადგილი ხონის II საარტილერიო ბრიგადას ერგო წილად, მეორე - გენერალური შტაბის გუნდმა დაიკავა, ხოლო, მესამე ადგილის მფლობელი ქუთაისის III ქვეითი ბრიგადა გახდა. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს შესაბამისი მედლები გადაეცათ, ხოლო, პირველ ადგილზე გასულ ჯარისკაცებს მედლებთან ერთად სპეციალური თასიც ერგოთ, რომელიც მათ გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გადასცა. „ყოველთვის სასარგებლო და სახალისოა მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გუნდურ თამაშში ყველა მონაწილე ვალდებულია, აღმოუჩინოს დახმარება გვერდში მდგომს. გარდა ამისა, კალათბურთი მოითხოვს სისწრაფეს, სხარტ აზროვნებას და მოქნილობას. ყველაფერს, რაც სამხედროს გამოადგება, როგორც მშვიდობიან ცხოვრებაში, ასევე ბრძოლის ველზე. რა თქმა უნდა, ვისურვებდით მხოლოდ მშვიდობიან დროს გამოეყენებინოთ აღნიშნული უნარ-ჩვევები“, - განაცხადა შეჯიბრების დასრულების შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უზრუნველყოფის ცენტრის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს ორგანიზებით, საკალათბურთო ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზ „ორბში“ ჩატარდა. შეჯიბრების არბიტრი სპორტის დამსახურებული ოსტატი თენგიზ ფიცხელაური გახლდათ.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)