|
2020-10-07 13:17:23, 652 ნახვა
ეკონომიკა
კორტების ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება
იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების დედაქალაქისთვის დაბრუნების შემდეგ, ადგილზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორიის ქალაქისთვის დასაბრუნებლად, თბილისის მერიამ ხანგრძლივი შრომა გასწია. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. „საზოგადოებას მოეხსენება, რომ იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია 2009 წელს იქნა გასხვისებული და იქ მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო. რაც მერიაში დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, პირადად ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, მე და ჩვენი თანამშრომლები ჩართულები ვიყავით მოლაპარაკებებში, რომ როგორმე ინვესტორთან მიგვეღწია შეთანხმებას იმისთვის, რომ კორტები დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს. წარმატებით განვახორციელეთ ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ ეს ადგილი აღვადგინოთ პირველადი სახით", - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება აუქციონი, რომლის პირობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებაა. გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174 კვ.მ ფართობზე, ორი წლის ვადაში, უნდა მოაწყოს ოთხი ღია საჩოგბურთო კორტი, ერთი საცურაო აუზი (ღია ან დახურული) და ერთი სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა 5 775 070 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)