|
2020-10-07 13:04:04, 447 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან იწყება
თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რომელიც დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „გუშინ გვქონდა პროექტის პრეზენტაცია, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი სამუშაოების დასრულების შემდეგ. 19 ოქტომბერს პარკის მოწყობის სამუშაოები იწყება, რომელიც დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება. ჩვენ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „ფონდი „ქართუ“ პროექტის სახით, ცენტრალური პარკის მშენებლობას განახორციელებს, რაც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვნილს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, რომელიც ქალაქს გაუკეთეს. ყველაზე მეტად რეკრეაციული სივრცეები, პარკები და სკვერები გვჭირდება. ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ჩვენ ამ ტენდენციას განვაგრძობთ, იმისთვის, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად მოწესრიგებული, სადაც მოქალაქეებს ჰაერის დაბინძურების შედეგად, ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური, იაპონური და ფრანგული ბაღები, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტისა და კვების ზონები. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, ქუჩის კალათბურთის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი. ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)