06:51 - 26 Jul, 2026
|
2020-10-07 12:34:11, 538 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე - ბიუჯეტს დაამტკიცებს მომავალი კოალიციური პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იქნება
სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს მომავალი კოალიციური პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს არანაირი ატვირთვა არ აქვს. „ამ ბიუჯეტს არანაირი დატვირთვა არ აქვს. ბიუჯეტს დაამტკიცებს მომავალი კოალიციური პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება ოპოზიციაში და მოუწევს ამასთან შეგუება“, - განაცხადა კახიძემ. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში გუშინ დაიწყო. ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის კომიტეტებში დღეიდან განიხილავენ. დღეს ფინანსურ დოკუმენტზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომებზე იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)