06:49 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 12:19:35, 543 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - სოსო გოგაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ განქორწინება სრული ფორმალობაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ „განქორწინება სრული ფორმალობაა“.

ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამ საარჩევნო პერიოდისთვის შესაძლოა გოგაშვილისთვის კონკრეტული დავალებები აქვს.

„სოსო გოგაშვილი არის კომპრომიტირებული ადამიანი, შესაბამისად მისი მართვის მექანიზმი მთლიანად ხელში უჭირავს „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ  მისი ვითომდა განქორწინება სრული ფორმალობაა. რეალურად შესაძლოა მას აქვს კონკრეტული დავალებები ამ საარჩევნო პერიოდისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. გოგაშვილი მედიასთან არ საუბრობს წასვლის მიზეზებზე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics