|
2020-10-06 16:00:05, 604 ნახვა
ეკონომიკა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და ფინტექ ასოციაციას (FIA) შორის
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ფინტექ ასოციაციას (FIA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებაზე ასოციაციის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ლაშა ერედელმა ასევე ისაუბრა ასოციაციის ხედვაზე, მისიასა და მიზნებზე. ფინტექ ასოციაციის მიზანია ქვეყანაში ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და ის განახორციელებს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისათვის წინადადებების შემუშავებას, საქართველოში ფინტექ მიმართულების საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში არსებული ფინტექ მიმართულების კომპანიების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ფინტექ სტარტაპებისათვის საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობაში ხელშეწყობას. ასოციაციის გუნდში წარმოდგენილნი არიან პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ფინტექ სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)