|
2020-10-06 12:43:31, 479 ნახვა
საზოგადოება
ატმის მოსავლის აღების სეზონი სრულდება, ექსპორტის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
მიმდინარე წელი ატმისა და ვაშლატამას განსაკუთრებით მაღალი მოსავლით გამოირჩეოდა. წარმოების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ხარისხიც. 2020 წლის 1 მაისიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, განხორციელდა 25.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 16 769 ტონა, სომხეთი - 7 510 ტონა, აზერბაიჯანი - 567 ტონა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, უკრაინაში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, სინგაპურსა და ყატარში. მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობდა 22 სამაცივრო მეურნეობა. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა. პროცესში ჩართულები იყვნენ ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობდა ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)