05:26 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 13:08:01, 425 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 31 ოქტომბრამდე პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაატარონ საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ და თანაბარ პირობებში.

„არჩევნების გადადებაზე საერთოდ საუბარი არ არის. არჩევნები ჩატარდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაატარონ საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ და თანაბარ პირობებში. იმისათვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ერთმანეთის სიცოცხლე, ყველაზე მთავარია ელემენტარული რამის გაკეთება, პირბადის ტარება. ეს არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ ერთმანეთი არ დავაინფიციროთ. ადამიანი, რომელიც ხმის მისაცემად შევა, ცხადია, პირბადით იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics