05:24 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 13:16:36, 647 ნახვა

პოლიტიკა
მარნეულის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნება“ დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა

მარნეულის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან”, ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა.

ამის შესახებ მარნეულში გამართულ აქციაზე „ნაცმოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„მარნეულში ძალადობრივ აქტს საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა და ეს ყველამ კარგად დავინახეთ. ბატონი ილხამ გასანოვი, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი და ყველა იმ ფაქტის შემდეგ, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ”, მან გადაწყვიტა დატოვოს „ქართული ოცნება” და შემოუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას”. ის არის მარნეულის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი”,- განაცხადა კირკიტაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics