19:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 00:30:49, 478 ნახვა

პოლიტიკა
უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება რევანიშვისთვის მოემზადება

დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებსა და ოჯახის წევრებს მიმართა,რევანშვისთვის მზად იყვნენ.

უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება რევანიშვისთვის მოემზადება.

"თქვენ ნახეთ ტურავას საქციელი, ნახეთ ბევრი მოსამართის საქციელი ამ პერიოდის განმავლობაში. იყავით მზად, ისევე როგორც მე ვარ მზად რევანშისთვის, ისინი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია, ისევე როგორც არ მეშინოდა იმ პირველი გზის, რაც გავიარე. ჩემთთვის ეს არ იყო დაკარგული დრო, პირიქით, ეს იყო მოპოვებული დრო, მე ეს დრო ოპტიმალურად გამოვიყენე საკუთარი თავის სრულყოფისთვის, ბევრი რამის ახლიდან დანახვისთვის და ბევრი ადამიანის აღმოჩენისთვის - განაცხადა გიგი უგულავამ.

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფალია. შესაბამისი გადაწყვეტილება, სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც  მოსამართლე ლილი მსხილაძე ხელმძღვანელობდა.

 სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა.

 დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

 როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სასამართლო პროცესს გიგი უგუალავას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics