17:43 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 11:22:41, 1325 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი აჭარაში მკურალობდა - 61 წლის ქალს დიაბეტი ჰქონდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 2 პაციენტიდან, ერთ-ერთი აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან იუწყებიდან, 61 წლის ქალს სუნთქვის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ორმხრივი პნევმონია და შოკი ჰქონდა.

„გარდაიცვალა 1 პაციენტი. 61 წლის ქალი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics