|
2020-10-01 13:54:38, 580 ნახვა
საზოგადოება
რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი „იმედი“ გაიხსნა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად, რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი „იმედი“ დაათვალიერა. თბილისის მერის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. „რეაბილიტაციის შედეგად განახლდა მოედნის საფარი; მოწესრიგდა საშხაპეები და გასახდელები; აქ იყო პატარა საცურაო აუზი ბავშვებისთვის, რომელიც სავალალო მდგომარეობაში გახლდათ და ესეც განახლებულია. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქალაქში იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ხელი შევუწყოთ, დავნერგოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. აუცილებელია, ავუხსნათ მათ, რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრონ ჯანსაღად“, - განაცხადა კახა კალაძემ. საფეხბურთო ცენტრის რეაბილიტაცია თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობა და მოედანი; შეიცვალა შენობის სახურავი, კედლები და ფასადი; დაიგო მოედნის საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და დამცავი ბადეები; განახლდა საცურაო აუზის სისტემა; მოეწყო ახალი გასახდელები და საშხაპე ოთახები. შესაბამისად, ცურვის შემსწავლელ ჯგუფებსა და საფეხბურთო სკოლას საშუალება ექნება, მოსწავლეები თანამედროვე გარემოში მიიღოს. სპორტული ცენტრების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვა, ყველა რაიონში სპორტული ცენტრების მშენებლობა და სპორტის სხვადასხვა სახეობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 499 449 ლარს შეადგენს. რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი, დედაქალაქის მერთან ერთად, დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)