|
2020-10-01 13:37:12, 446 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსასწორებელია
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასული რვა წელი შეაფასა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველა მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ არის გამოწვევებიც, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსასწორებელია. „ბევრი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, შეიძლება ჩვენ ყველა დარგი და მიმართულება ავიღოთ და ვნახავთ, რამდენი რამეა გაკეთებული განათლების, ჯანდაცვის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების. სასამართლოს რეფორმა თუდაც, თუმცა დასრულებული არ არის და აუცილებელია მეოთხე ტალღა. საგარეო მიმართულებით არის ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველო ყველზე მეტად დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია. მთავარი მიზანი არის ის, რომ ძალიან სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი. რა თქმა უნდა, არის გამოწვევებიც პრობლემებიც, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა გამოსასწორებელი მითუმეტეს პანდემიის ფონზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)