03:10 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 13:23:50, 526 ნახვა

პოლიტიკა
საბურთალოს N2 საარჩევნო ოლქში ხმაური იყო

საბურთალოს N2 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საოლქო კომისიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ოლქში მიმდინარე პროცესებზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი უფლებაც არ მისცეს.

 „არ მაძლევენ დასწრების უფლებას, ბუნებრივია ამაზე მქონდა პროტესტი და დავაფიქსირე ცესკოს ცხელ ხაზზეც, სადაც მიპასუხეს, რომ შევალ თუ არა ეს დამოკიდებულია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფოლადაშვილის ნება-სურვილზე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლია გიორგაძემ.

თამაზ ფოლადაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას.

„ამ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს შესაბამის წარმომადგენელს. მხარეებს განემარტათ მათი უფლებამოსილებები, თუმცა როგორც იქცევიან და როგორც მოიქცნენ თქვენ თვითონ ხედავთ და ნახეთ“, - განაცხადა ფოლადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics