|
2020-09-29 23:57:59, 539 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა
თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეს, თბილისის რიგით მეორე საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო, რომელმაც საფესტივალო მასტერკლასებსა და ვორქშოფებში მონაწილე ახალგაზრდა მუსიკოსებს საპატიო პრიზები და სიგელები გადასცა. საგანმანათლებლო კომპონენტის სამი საუკეთესო მონაწილე, ასევე, დააჯილდოვა კლასიკური მუსიკის ხმის ჩამწერმა ბერლინურმა ლეიბლმა - Cugate Classics. კომპანია გიორგი გიგაშვილის, ასლან ჩიქოვანისა და სანდრო გეგეჭკორის პროფესიონალურ აუდიოჩანაწერებს დაამზადებს, ხოლო გიორგი გიგაშვილს, ასევე კომპაქტ-დისკის სრულ საპროდიუსერო მხარდაჭერას გაუწევს.
თბილისის მეორე საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდა. საფესტივალო კონცერტები, მასტერკლასები, ვირტუალური ვორქშოფები და ლექციები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. მუსიკალურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ლეგენდარული პიანისტი ციპრიენ კაცარისი, ცნობილი მუსიკოსები - ჯერომ როუზი და ჯეფრი სუონი, მასიმილიანო ფერატი და გაბრიელე ლეპორატი, ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები - ნიკოლას ნამორაძე და მარიამ ბაწაშვილი.
თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში, არტოს ბაღში დუდანა მაზმანიშვილის კონცერტიც გაიმართა. ქართველი პიანისტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა, რომელსაც ცნობილი დირიჟორი მორიც გნანი ხელმძღვანელობდა. ფესტივალი 29 სექტემბერს, სიმფონიური მუსიკის კონცერტით დასრულდა, რომელზეც მსმენელის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და ახალი თაობის ქართველი მუსიკოსები - გიორგი გიგაშვილი და ცოტნე ზედგინიძე წარდგნენ.
ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია მსოფლიო ბრენდი - BECHSTEIN, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს საჩუქრად დასაკრავი მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცა. თბილისის მერის მოადგილისა და სასახლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, იმ დარბაზს, სადაც ინსტრუმენტი განთავსდება, სიმბოლურად „ბეხშტეინის“ დარბაზი დაერქმევა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)