|
2020-09-29 13:13:37, 644 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს გენერალური მდივანი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში ვაღიარებთ
ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია , - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. „ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ავიატრასების რადარების მონაცემები, ვითანამშრომლოთ ერთობლივი წვრთნების პროცესში, შავი ზღვის რეგიონში. ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული. თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)