|
2020-09-28 15:27:54, 564 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს
ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, მაუწყებლის რეიტინგი ბოლო წლებია ეცემა, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის არ ქონასთანაა დაკავშირებული. „ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მისი რეიტინგი მუდმივად ეცემა. ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ ამ ტელევიზიას ხშირ შემთხვევაში არ გააჩნია სარედაქციო დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, ხალხს სურს, რომ საკუთარი ფულით ფინანსდებოდეს ისეთი ტელევიზია, რომელიც მათ მოსაზრებებს გამოხატავს. ოპოზიცია იმსჯელებს გაუქმების საკითხზე მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების ინიციატივით გუშინ კახა ოქრიაშვილი გამოვიდა. მისი თქმით, ტელევიზიას „60 მილიონ ლარს აძლევენ და რეიტინგი არ აქვთ, ამიტომ უნდა გაუქმდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)