|
2020-09-28 12:50:30, 555 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება“ არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს
„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება“ არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა, ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიას აზიანებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" არ არის სასიამოვნო იმ პოლემიკაში შესვლა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი ინიციატივით არ დაწყებულა. ჩვენ მუდმივად მოპასუხის როლში ვიყავით. ბუნებრივია ყველა ხვდება როგორი ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგევართ - ან ქვეყანა დაიღუპება, ან გადავარჩენთ და ყველანი ერთად ჩავებმევით იმ ფერხულში, რომელსაც ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა ჰქვია. ასეთ დროს ოპოზიციას შორის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა დამაზიანებელია მთელი კამპანიისთვის. არ მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი ჩვენი მომავალი მოკავშირეები არიან. კონკურენტი მხოლოდ მმართველი პარტიაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსიაში მონაწილეობას. ეს საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)