|
2020-09-28 00:11:28, 443 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. "სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად მივედი და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგეთ. ჩვენი ვალდებულებაა, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. მშვიდობას და მეგობრობას, ალტერნატივა არ გააჩნია. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგებისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ"- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)