|
2020-09-27 18:42:24, 657 ნახვა
პოლიტიკა
ფაშინიანი - ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომმა შესაძლოა დიდი მასშტაბები შეიძინოს და რეგიონს გასცდეს. - ამის შესახებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა. „მოვუწოდებ ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ფოკუსირებული იყოს ამ სიტუაციის სერიოზულობაზე. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ, რასაც შეიძლება ყველა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. ომი შეიძლება ჩვენს რეგიონს გასცდეს და უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას თურქეთის კონფლიქტში ჩართვა“, – განაცხადა ფაშინიანმა. დღეს დილიდან ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა მთიან ყარაბაღზე. აზერბაიჯანის ინფორმაციით, კი ეს იყო პასუხი აზერბაიჯანული სოფლების დაბომბვისა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)