|
2020-09-26 23:53:10, 628 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს
სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს ენგურის ხიდზე „ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა, ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია. მდუმარე აქცია, სადაც სანთლებით დააწერეს ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს" „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. ,,წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ჩვენ აუცილებლად შევქმნით ევროპულ სახელმწიფოს, ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის ერთიან მომავალს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ ომით გაყოფილი ქვეყანა ისეთივე მეგობრობითა და სიყვარულით გააერთიანოს, როგორიც ამ შეკრებაზე იგრძნობოდა - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)