00:28 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 22:46:58, 598 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მიზანი სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო მის სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

„ჩვენი ხელისუფლების პერიოდში აბედათში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ახლახან დასრულდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მეორე ეტაპის სამუშაოები.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აბედათის ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოიყო 64 000 ლარი. მოსახლეობის გადაწყვეტილებით განხორციელდა ისეთი პროექტები როგორებიცაა: გზის მოხრეშვა, სანიაღვრე არხების და ცხაურების მოწყობა, მოსაცდელის რეაბილიტაცია.

ამ სოფელში არაერთხელ ვყოფილვარ და ჩემთვის ცნობილია მათი საჭიროებები. ნაწილი პრობლემების უკვე მოგვარდა და ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩემი მიზანიც  სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა"-აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics