19:57 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 19:24:15, 567 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და მოლდოვას პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა დაინტერესება გამოხატა მოლდოვაში მიმდინარე პროცესების მიმართ.

„საქართველოს და მოლდოვას ბევრი საერთო გამოწვევა აქვს და კარგი იქნება, თუ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის საუბარი  ასევე შეეხო,  მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს, რომელიც  მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics