21:00 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 16:14:35, 530 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე წელს, დიდუბეში ასფალტის საფარი 53 454 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, 54 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 53 454 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა.

სამუშაოები განხორციელდა, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე, შიდა კვარტალურ გზებსა და თბილისური ტიპის  ეზოებში.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო  სამ ქუჩაზე, 31 თბილისური ტიპის ეზოსა და 20 შიდა კვარტალურ გზაზე.

აღნიშნული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 854 391 ლარი გამოიყო.

ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგება ტერევერკოს ქუჩის პირველ შესახვევსა და ჭიაურელის ქუჩის მესამე ჩიხში მიმდინარეობს, რომელიც უხლოეს პერიოდში დასრულდება.

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics