21:00 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 13:55:51, 593 ნახვა

საზოგადოება
1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყება

1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფოთსა და გორში 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება აბსოლუტურად ყველა კლასში.

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1- ელი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, რუსთავს, ქუთაისსა და ზუგდიდს.

რაც შეეხება ფოთს და გორს, 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება აბსოლუტურად ყველა კლასში.

იქ, სადაც დღეს დისტანციურადაა სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ჩემს მირ ჩამოთვლილ ქალაქებში გრძელდება სწავლა ფიზიკურად საკლასო ოთახებში, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სწავლების დისტანციური მოდელი აირჩიონ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics