|
2020-09-22 12:14:18, 579 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - სიტყვა „დაპირებამ“ ფასი აბსოლუტურად დაკარგა
სიტყვა „დაპირებამ“ ფასი აბსოლუტურად დაკარგა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძის თქმით, დღეიდან „ევროპული საქართველო“ მოსახლეობას დაურიგებს „ვალდებულებათა ბარათს“, რომელიც მოიცავს რეფორმებს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც პარტია იღებს. დავით ბაქრაძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ დაპირება, და ევროპული საქართველო ხელშეკრულებას დებს მოქალაქეებთან, სადაც ყველა ვალდებულებაზეა საუბარი. „ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის. ასეთი გეგმა გააჩნია „ევროპულ საქართველოს“. ჩვენთვის ეს არ არის დაპირება, რადგან სიტყვა „დაპირებამ“ ფასი აბსოლუტურად დაკარგა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენთაგანი ვაგებთ პასუხს.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)