|
2020-09-22 11:04:58, 590 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ჩიხი N2-ში 1 100 კვადრატულ მეტრზე მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განათების სისტემა დამონტაჟდა, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ასევე, საბავშვო გასართობი ზონა, საპარკე ავეჯი და ქუჩის კალათბურთის ფარი მოეწყო. სკვერში დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა. დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა. „გასულ წელს, გროზნოს 11-ში ულამაზესი სკვერი მოვაწყვეთ. წელს კი, მივიღეთ გადაწყვეტილება, არსებული ტერიტორია გაგვეფართოვებინა და მიმდებარედ, ჩიტაიას ჩიხი N2-ში კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა მოვაწყვეთ. აღნიშნული ორი სკვერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში ყველაზე დიდი, 4 300 კვ. მ ფართობზე განთავსებული რეკრეაციული სივრცით, ფეხბურთის, ქუჩის კალათბურთისა და საბავშვო გასართობი მოედნებით ისარგებლებს”, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“-მ შეასრულა და მისი ღირებულება 222 222 ლარია.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)