20:59 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 23:14:24, 604 ნახვა

პოლიტიკა
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჟამად, მაჟორიტარობის კანდიდატების მორიგი შეხვედრა მამია ვარშანიძის, ახმეტელისა და თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებთან შედგა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო კანდიდატებმა, მოსახლეობის საჭიროებებისა და არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ საკითხების მოგვარებაზეც, რომელსაც ადგილობრივები მოითხოვენ. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. თუმცა, არსებობს რიგი პრობლემური საკითხები, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად„- განაცხადა რესან კონცელიძემ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ინდივიდუალური, ასევე გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics