|
2020-09-18 16:51:10, 3905 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - არჩევნებზე ამომრჩეველი თერმოსკრინინგს არ გაივლის
„არჩევნებზე ამომრჩეველი თერმოსკრინინგს არ გაივლის“, - ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. ცესკომ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემილოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც უზრუნველყოფენ პანდემიის პირობებში რისკჯგუფებში არჩევნების სრულყოფილად ჩატარებას. ჩართულ მხარეებთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით გაწერილია კენჭისყრის დღეს ჩასატარებელი ყველა აუცილებელი მოქმედებები. როგორიცაა თერმოსკრინინგი, პირბადე, დეზინფექცია და ა.შ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინეტი ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვით იქნება მოწყობილი. ამასთანავე არ დაირღვევა ფარულობის პრინციპი. რაც შეეხება ამომრჩევლენის უბანზე შესვლის წესებს, ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, თუმცა ვალდებულია ეკეთოს პირბადე. არ ქონის შემთხვევაში უზრუნველყოფს ადმინისტრაცია. ასევე ყველა ამომრჩეველს ექნება ინდივიდუალური კალმისტარი. ახალი დადგენილებით განსაზღვრული წესების შესახებ დოკუმენტის ნახვა ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)