14:32 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 13:05:17, 752 ნახვა

ეკონომიკა
17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული

17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 58 %-ით აღემატება.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (1096,9 ტონა), იტალიაში (636,7 ტონა), ჩეხეთში (220,3 ტონა), ესპანეთში (127 ტონა), პოლონეთში (126 ტონა), ლიეტუვაში (101 ტონა), საფრანგეთში (81 ტონა), საბერძნეთში (34,7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთსა (22 ტონა) და ლატვიაში (21 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (229,5 ტონა), რუსეთი (160 ტონა), უკრაინა (83,7 ტონა), ბელარუსი (80,5 ტონა), ბრაზილია (74,0 ტონა), მექსიკა (39,0 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).

წელს თხილის დაბინავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული.

სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics