|
2020-09-18 11:41:53, 437 ნახვა
პოლიტიკა
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ
„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' ბათუმის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან გაიმართა. ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნეს. საუბარი შეეხო არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდების დასაქმებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მათ როლზე რეგიონის განვითარების საქმეში. როგორც, რესან კონცელიძემ შეხვედრის დროს აღნიშნა, ახალგაზრდებთან ხშირი კომუნიკაცია და მათი იდეების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდობის საკითხი. ახალგაზრდა თაობა, ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რათა მათი იდეები, რეალურ საქმედ იქცეს, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის საკეთილდღეოდ"- განაცხადა, რესან კონცელიძემ. ახალგაზრდებთან შეხვედრას, ასევე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)