|
2020-09-18 10:44:14, 771 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნა
„თიბისის“ პროგრამა „სტარტაპერის" მხარდაჭერით, თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ ახალი ვეგანური კაფე - SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს - აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს. "სიჯანსაღე ჩვენი აღქმით, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული სახის დიეტა ან ვარჯიში. ეს არის მთლიანი ცხოვრების სტილი. ჩვენი მთავარი მისიაა ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმაციაში შევიტანოთ თუნდაც ძალიან მცირე როლი. ვაჩვენოთ ყველას, რომ ვეგანური სამზარეულო არც რაიმე დიეტის ჩამნაცვლებელია და არც რომელიმე კერძის კონკურენტი", - ამბობს SEED-ის დამფუძნებელი, ლაშა ყანჩაველი. Seed-ის მენიუ ჯანსაღი, მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ამჟამად კომპანიის გარშემო 6 ადამიანი ერთიანდება. გუნდის მიზანი კი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კერძების მომზადება და შეთავაზებაა. SEED-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ წინ დიდი გეგმები აქვთ. უახლოეს მომავალში კომპანია Glovo-სა და Wolt-ზეც გამოჩნდება, რაც მომხმარებელს ვეგანური კერძების სახლიდან გაუსვლელად დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)