|
2020-09-17 14:33:23, 724 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: უახლოეს დღეებში მივიღებთ Wizz air-თან რეგულარული ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება Wizz air-თან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები Ryanair-თანაც და წელს, აუცილებლად განხორციელდება მათთანაც ფრენები. „სექტემბერის თვეში 90-ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი, უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას Wizz air-ის რეგულარული ფრენების, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით, გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკება Ryanair-თან თუ რა თანმიმდევრობით აღდგება მათთანაც ფრენები, წელს რა თქმა უნდა ეს განხორციელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)