19:57 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 14:30:16, 669 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე IRI-ის კვლევაზე - გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 80% ოპოზიციურადაა განწყობილი და ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 80% ოპოზიციურადაა განწყობილი და როგორც წესი, ხმას მისცემენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ წინასაარცევნო კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, მოქალაქეთა ნაწილი ერიდება საკუთარი აზრის გამოხატვას, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში დაშინებული არიან.

„გვაქვს პატივისცემა და სრული ნდობა შედეგებთან, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რაოდენობა როდესაც თქვენ ასახელებთ ოპოზიციური პარტიის რეიტინგს, არ დაგავიწყდეთ რაოდენობა იმ ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს პასუხზე ან არ გადაუწყვეტიათ ჯერ ვის მისცემენ ხმას. დარწმუნებული იყავით, რომ 80% არის ოპოზიციურად განწყობილი და როგორც წესი, ხმას მისცემენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. საქართველოს მოქალაქე ერიდება საკუთარი აზრის გამოხატვას, რადგან ე.წ. „ქართული ოცნების“ პირობებში არის უკიდურესად დაშინებული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, საზოგადოების 36% ხმას „ქართულ ოცნებას“, 15% „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% კი, „ევროპული საქართველოს", დაუჭერს მხარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics