|
2020-09-17 14:21:08, 627 ნახვა
ეკონომიკა
ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურებაზე - კრიზისის გამოსწორება ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციებით ვერ მოხერხდება
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლარის გაუფასურებას და ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეხმაურება. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი არის შედეგი ივანიშვილის ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც კორონაკრიზისის არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაამძაფრა. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის გარდამტეხი ცვლილებები და არა ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციები. „ვერანაირი 40 ან თუნდაც 80 მილიონიანი ინტერვენციები ეროვნული ბანკიდან ვერ დააკომპენსირებს იმ უზარმაზარ ზიანს, რაც ქართულმა ეკონომიკამ, ლარმა და ჩვენი მოქალაქეების ჯიბემ მიიღო განვლილი 8 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით. ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა დაასუსტა ჩვენი ეკონომიკური იმუნიტეტი და იმის ნაცვლად, რომ კორონაკრიზისს, მაღალი ეკონომიკური ზრდით უფრო ჯანსაღად შევხვედროდით, ვხვდებით უფრო დასუსტებული ეკონომიკით და ბუნებრივია, კორონაკრიზისის პირობებში, მითუმეტეს იმ ჩაკეტვით რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, კიდევ უფრო სუსტად ვართ და კიდევ უფრო მეტ ზიანს იღებს ეკონომიკაც, ლარიც და ჩვენი მოქალაქეების ჯიბეც. ამრიგად, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ამ ვითარების გამოსწორება, ეროვნული ბანკის ამგვარი ერთჯერადი ინტერვენციებით ვერ მოხერხდება“, - ზურაბ ჭიაბერაშვილი.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)