00:27 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 10:21:08, 567 ნახვა

საზოგადოება
ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ოთხ ამხანაგობას ავარიული საცხოვრებელი სახლის პრობლემა მოუგვარა. პროექტებისთვის ჯამში, 716 879 ლარი გამოიყო.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის გამაგრების სამუშაოებიც უკვე დასრულდა.  

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის აივნებს და შეიცვალა შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა.

შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 435 490 ლარი გამოიყო. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული შენობა 1882 წელს აშენდა და გამაგრების სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. ავარიული შენობების გამაგრების პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics