|
2020-09-17 10:03:12, 588 ნახვა
საზოგადოება
IRI - მოსახლეობის 82% კმაყოფილია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მოქმედებებით
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა. ეროვნული მასშტაბის კვლევა აჩვენებს მოქალაქეების კმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით, ამავე დროს წარმოაჩენს მოქალაქეთა დიდ შეშფოთებას პანდემიის ეკონომიკურ გავლენასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ, 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის შემდეგ, მოქალაქეების განწყობები მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისა და ეკონომიკური საკითხების შესახებ არ შეცვლილა. საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მზაობა, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის არჩევნებში ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები უბიძგებს, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი”, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 82% კმაყოფილია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მოქმედებებით (მათ შორის 37% „ძალიან კმაყოფილი“ და 45% „მეტნაკლებად“ კმაყოფილი). 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მოქალაქეთა 79% კმაყოფილი იყო მთავრობის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიით (მათ შორის 41% „ძალიან კმაყოფილი“, ხოლო 28% „მეტნაკლებად“ კმაყოფილი). კითხვაზე, თუ რა არის მთავრობის უმთავრესი მიღწევა, რესპონდენტების დიდი ნაწილი (22%) სწორედ კორონავირუსთან ბრძოლას ასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)