|
2020-09-16 18:32:39, 1122 ნახვა
საზოგადოება
პირველად საქართველოში – ბლუმბერგის BMatch პლატფორმა „ბაზის ბანკის“ მომხმარებლებისთვის
დღეიდან, „ბაზის ბანკის“ მომხმარებლები, პირველები საქართველოში ბლუმბერგის BMatch პლატფორმით ისარგებლებენ. „ბაზის ბანკის“ ინტერნეტბანკით, შესაძლებელია, მარტივად საკონვერტაციო განაცხადის პირდაპირ სავალუტო ბაზარზე მიწოდება. მომხმარებელმა კონვერტაციის ოპერაციის განსათავსებლად უნდა მიუთითოს, რომელ ვალუტას ყიდის, რომელს ყიდულობს და რა კურსით სურს კონვერტაცია, რის შემდეგაც განაცხადი ხვდება „ბაზის ბანკის“ ბლუმბერგ პლატფორმაზე. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი კონვერტირებული თანხა ჯდება მომხმარებლის ანგარიშზე. BMatch პლატფორმაზე გარიგებები დგება მხოლოდ ლარსა და აშშ დოლარში. გარიგების მინიმალური თანხა კი, 100 ათასი აშშ დოლარს შეადგენს. მსგავსი კონვერტაციები მომხმარებლებისთვის იქნება ფინანსურად მაქსიმალურად მომგებიანი, ძალიან კომფორტული და მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ დროს. სერვისის აქტივაცია უფასოა. ასევე, პირველი თვის განმავლობაში მომხმარებლები განაცხადის განთავსებას ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში, ელექტრონული ვაჭრობის სისტემა, ბლუმბერგის ახალი BMatch სავალუტო პლატფორმა, ეროვნული ბანკის ინიციატივით დაინერგა. „ბაზის ბანკი“ პირველია საქართველოში არსებულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, ვინც პლატფორმა ხელმისაწვდომი გახადა მომხმარებლებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)