|
2020-09-16 12:50:37, 892 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ედისონ რისერჩის“ კვლევა აჩვენებს, რომ ხალხში გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინია
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ედისონ რისერჩის“ კვლევას ეხმაურება. მისი თქმით, კვლევაში ჩანს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერამ იკლო და გაიზარდა ოპოზიციური ძალების რეიტინგი, მათ შორის, ევროპული საქართველოს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, როგორც ამ კვლევაში, ისე სხვა კვლევებში, ჩანს, რომ ხალხს აქვს გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი. „ამ კვლევაში ჩანს რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, პირველი ის, რომ შემცირდა ქართული ოცნების მხარდაჭერა და გაიზარდა ოპოზიციური ძალების რეიტინგი და მათ შორის „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერამაც ერთი პუნქტით აიწია ზევით. მეორე რაც ჩანს, არის ის, რომ განწყობა მთავრობის მიმართ არის ძალიან ნეგატიური და 60%-მდეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და რომლებიც ამბობენ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს ქართული ოცნება და უნდა იყონ სხვა პოლიტიკური ძალები. მაჟორიტარული ოლქების ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ისეთ ოლქებში, სადაც შეთანხმებული კანდიდატები არიან, მათ აქვთ ძალიან კარგი შანსი, რომ დაამარცხონ ქართული ოცნება. საბოლოო ჯამში, ეს კვლევა, ისევე როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ხალხში არის ცვლილებების მოლოდინი და ამ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მოლოდინი, ამბობენ, რომ არჩევნებზე მიდიან, შესაბამისად, ძალიან დიდი აქტივობა იქნება, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოიტანა ამ ქვეყნისათვის, დასრულდება ოქტომბრის საპარლამენტო აღცევნებზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ Edison Research-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაუკვეთა, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 38% მისცემდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%, „ევროპულ საქართველოს“ - 6%, ხოლო 23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)