22:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 15:17:43, 558 ნახვა

საზოგადოება
პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა  და  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით,  პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა   სატყეო სექტორში არსებული მიღწევები, გამოწვევები და პრიორიტეტები გააცნო.

 შეხვედრა ორგანიზაციის - „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა“  (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, სადაც საქართველოს რეგიონებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით სახელმწიფო, სამეცნიერო და სამოქალაქო სექტორის კოორდინაციის კონკრეტული მექანიზმები განიხილეს. 

საკოორდინაციო შეხვედრას ეროვნული სატყეო სააგენტოს, სატყეო პოლიტიკის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსა და თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics