|
2020-09-16 11:24:25, 1598 ნახვა
ომი უკრაინაში
ზუგდიდში სულ კორონავირუსის 6 შემთხვევაა გამოვლენილი - ყველა მათგანი ე.წ. საბერიოს კლასტერიდანაა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, მალხაზ თორიას განცხადებით, ზუგდიდში სულ კორონავირუსის 6 შემთხვევაა გამნოვლენილი. მისივე თქმით, ყველა მათგანი ე.წ. საბერიოს კლასტერს განეკუთვნება. „სულ ზუგდიდის ინფექციურ ლაბორატორიაში მიღებულია 799 ნიმუში. აქედან გატესტილია 449, მიმდინარეობს დამატებით 359 ნიმუშის კვლევა. დადასტურებულია კოვიდ ინფექციის 6 შემთხვევა და ექვსივე ეკუთვნის საბერიოს კლასტერს. ამ ეტაპისთვის ინფიცირებულები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, კერძოდ, გალის რაიონის სოფელ საბერიოში. გარდა ამისა, ერთი ფაქტი არის გამოვლენილი ფოთში, რომელსაც კონტაქტები ჰქონდა ბათუმთან. ასევე, არის ერთი პიროვნება მარტვილის მუნიციპალიტეტიდან, რომელსაც უწევს სამსახურეობრივად ყოველ მეორე დღეს სიარული ბათუმში. ორივე შემთხვევაში მათი კონტაქტები დადგენილია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მათზე მეთვალყურეობა გრძელდება“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)