|
2020-09-15 15:18:59, 869 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა. პროექტი ერთჯერადად, თბილისის მერის გადაწყვეტილებით განხორციელდება და ის ეპიდვითარების გამო, სააღმზრდელო პროცესის განახლების ორი კვირით გადადებას უკავშირდება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს ისნის რაიონში მდებარე N182 ბაგა-ბაღში გაეცნო. საბავშვო ბაღში ახალი სააღმზრდელო წლისთვის 500-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული და პროდუქტების პაკეტს ყველა მსურველი მიიღებს. „მოგეხსენებათ, ქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი მარტიდან ივნისის ჩათვლით უკვე განვახორციელეთ და პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. ნობათები, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული გვაქვს კოვიდ 19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. იმედი გვაქვს, რომ პროცესი ამჯერადაც უსაფრთხოდ წარიმართება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. თბილისის 183 საბავშვო ბაღში, ამჟამად, 58 005 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო წლის განახლება კი ბაღებში პირველ ოქტომბერს იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)