|
2020-09-14 15:48:31, 1752 ნახვა
საზოგადოება
ხულოში, შუახევსა და ქედაში სწავლა დისტანციურად დაიწყება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რომ ხულოში, შუახევსა და ქედაში სწავლა გადაიდება 1-ელ ოქტომბრამდე. მოცემულ სოფელბში სწავლა დისტანციურად დაიწყება. რიჟვაძის თქმით, მიუხედავად მაღალი ინფიცირების მაჩვენებლისა, რეგიონში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. „გამოვლენილი 109 შემთხვევიდან ჩვენ დაგვიფიქსირდა ინფიცირება მაღალმთიანი აჭარის რესურსცენტრში, შესაბამისად, დღეს ოპერატიული შტაბის ფორმატში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, როგორიცაა ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთი სწავლა გადაიდება, როგორც ხულოში, ასევე შუახევში და ქედაში. დისტანციურად დაიწყება უკვე სწავლა ხვალიდან. განათლების სამინისტრო მუშაობს და მათ აქვთ დავალებული, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს ტექნიკური და ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები“, - აღნიშნა რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)