|
2020-09-14 14:21:54, 1629 ნახვა
საზოგადოება
დირექტორები საბავშვო ბაღების გახსნისთვის საჭირო რეგულაციებს ეცნობიან
დირექტორები საბავშვო ბაღების გახსნისთვის საჭირო რეგულაციებს ეცნობიან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღების დირექტორებისთვის იმ ინსტრუქციების გაცნობა დაიწყო, რაც სააღმზრდელო დაწესებულებების გახსნისთვის არის აუცილებელი. სახელმწიფოს მიერ დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესრულებისთვის საჭიროა, თითოეული საბავშვო ბაღისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის, აღსაზრდელთა გადანაწილებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სტრატეგიის შემუშავება, ასევე, აღნიშნული წესების გაცნობა თითოეული თანამშრომლისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის. დირექტორების პირველ ჯგუფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე შეხვდა. მისი თქმით, სააგენტომ უკვე დაიწყო მუშაობა კოვიდ 19-ის პრევენციისთვის და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის საჭირო ინვენტარის შეძენაზე, თუმცა პარალელურად, აუცილებელია, ბაღების პერსონალმა მათი ინფრასტრუქტურის შესაბამისი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა შეადგინოს, რათა სააღმზრდელო პროცესის განახლების მომენტიდან დაცული იყოს, როგორც აღსაზრდელების, ისე მშობლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღების გახსნა პირველ ოქტომბერს იგეგმება, თუმცა მანამდე, სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის თითოეული ბაღის მზაობას შრომის ინსპექცია შეამოწმებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)