03:10 - 26 Jul, 2026
|
2020-09-12 10:32:54, 2402 ნახვა
საზოგადოება
გორში ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა
18 წლის ერეკლე თედლიაშვილი, რომელიც გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. თედლიაშვილს სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან „ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ინციდენტის შემდეგ საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, თარაშ კანდელაკი დააკავეს. ის მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილია. მას ბრალი წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)