|
2020-09-11 18:14:22, 2608 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება
დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში რამდენიმე ტიპის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბაგრატიონის ქუჩის N69, N71-სა და 73-ში დაზიანებული წყალარინებისა და წყლის სიტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დიდუბის რაიონის გამგეობამ ანალოგიური ტიპის სამუშაო ოთხ ამხანაგობას დაუფინანსა, რითაც მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარდება. უახლოეს პერიოდში სამუშაოები დაიწყება ქურდიანისა და ყიფიანის ქუჩების N18-ში, ბაგრატიონის ქუჩის N25-27-სა და თამარ მეფის გამზირის N28-30-ში. მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 15 ამხანაგობაში განახორციელა და სამუშაოები 139 679 ლარით დააფინანსა. სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)