|
2020-09-10 10:22:06, 1728 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობა იკრძალება
დღეიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობა იკრძალება. ამის შესახებ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ასეთი ღონისძიებების ჩატარება იგულისხმება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)