|
2020-09-09 20:03:00, 2366 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: რუხში მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე ნათლად ხედავს ოკუპაციის მძიმე ტვირთს
,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გაიმართა. რუხში ბოლო წლების განმავლობაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და ნაწილზე სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით ამ სოფლის მოსახლეობა ყველაზე ნათლად ხედავს ოკუპაციის მძიმე ტვირთს. ,,რუხში უკვე ფუნქციონირებს 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ადგილობრივებთან ერთად, აფხაზეთიდან გადმოსულ ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება. სოფელში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ძალიან მალე რუხი-ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც დაიწყება. დღესვე გამოცხადდა რუხში თანამედროვე ბაღის მშენებლობაზე ტენდერი. ამავე სოფელში ვაშენებთ საფეხბურთო აკადემიას. ეწყობა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი" აქვე აშენებს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარს, რომელიც ბენეფიციარებს შესთავაზებს მულტიფუნქციურ სერვისს"-განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით არცერთი ხელისუფლების პირობებში რუხში ამ მასშტაბის სამუშაოები არ განხორციელებულა. შეხვედრაზე კანდიდატთან ერთად საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)