17:26 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 11:27:21, 2496 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ ეს უძველესი ქალაქი ახალ გზაზე გავიყვანოთ და ეს არის ევროპის გზა

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში  სოლომონ მეორისა და კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობას და იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა, საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და ამ პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

მერობის კანდიდატმა ისაუბრა იმის შესახებ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის გახსნილ და აქტიურ ჩართულობას ქალაქის პრობლემების გადაჭრის საქმეში.

„უძველესი ქალაქის უძველესი უბანში ვდგავართ ახლა, ისევ არჩევანის წინაშე ხართ, ახალი გამოწვევების წინაშე. ჩემი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ ეს უძველესი ქალაქი ახალ გზაზე გავიყვანოთ და ეს არის ევროპის გზა, განათლების, კულტურის, ღია ურთიერთობების, თვითმართველობისა და მოსახლეობის ურთიერთთანამშრომლობის, მოწესრიგებული და განახლებული ინფრასტრუქტურის გზა.

ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა,  გვაერთიანებს ერთი ქალაქი,  ერთი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, თქვენ რომლებსაც საკუთრი სახლების დატოვება მოგიწიათ, დღეს ჩვენი ქალაქის ნაწილი ხართ ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და თითოეულმა ჩვენი წვლილი შევიტანოდ მის განვითარებაში. მისი კარგი და ცნობილი ღირსებების გაძლიერებაში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics